მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის, მიუხედავად იმისა, რომელი რელიგიური თემის წარმომადგენელია, პატრიარქი ის ადამიანია, რომელიც თავისი ღვაწლით, კეთილი ბუნებით, კეთიშობილებით და შემწყნარებლობით მაგალითის ძალის მქონეა და ამიტომაც იგი დიდ პატივისცემას იმსახურებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებები და წინსვლა უსურვა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარს, ეპისკოპოსს ვაზგენ მირზახანიანს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში 2016 წლისათვის განსახილველ თემებსა და საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის ბოლოს მათ ერთმანეთს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე 2016 წლის 6 იანვარს შობის დღესასწაულზე მიიწვია.
ამა წლის 26 დეკემბერს მუსლიმთა სამმართველოს ინიციატივით, პირველად საქართველოს ისტორიაში აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა ყურანი. წიგნის პრეზენტაცია სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სრულიად საქართველოს მუსლიმი თემის ლიდერები, როგორც შიიტური ისევე სუნიტური, ასევე სომხური, ებრაული, და იეზიდური თემი და მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის პრობლემათა კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე სიტყვა წარმოთქვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ.
17 დეკემბერს, ქ. ქუთაისში, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ორგანიზებით გაიმართა დისკუსია „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა“. დისკუსიის მასპინძელი იყო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი აფხაზინტერკონტალი“.
დღეს, კულტურის სამინისტროში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აბას თალებიფარს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კულტურის სფეროში, დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები რელიგიურ-კულტურული მიმართულებებით.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. მან მიმოიხილა ადამიანის რელიგიურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.