მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


17.02.2016
თურქეთის ელჩის ზექი ლევენთ გუმრუქჩუს სიტყვა რელიგიის სააგენტოს 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე.
დიდი მადლობა, რომ მოგვიწვიეთ ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებული ამდენი სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად დასწრება, რომელიც მჯერა თავისთავად არის მაჩვენებელი საქართველოს მულტირელიგიური ბუნებისა და  საუკუნეების განმავლობაში ინტერრელიგიური ტოლერანტობისა ქვეყანაში. ასევე გავიმეორებ ჩემი პატივცემული კოლეგების სიტყვებს, რომ დეტალური ანგარიშიდან ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო სააგენტომ დაიწყო დაპირების შესრულება, რომელიც მოიცავს რელიგიის თავისუფლების გამყარებას ქვეყანაში და ეხმარება ყველა რელიგიურ თემს თავისი რელიგიური უფლებების განხორციელებაში.

ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო სააგენტო გასცდა ჩამოყალიბებისა და კვლევების ეტაპს. მე ვიხილე თქვენი 2016 წლის პროგრამა, რომელიც ძალიან ამბიციურია და გისურვებთ წარმატებას მის განხორციელებაში.

ჩვენც გვაქვს ანალოგიური სააგენტო და გვჯერა, რომ თანამედროვე სამყაროში, ურთიერთობა სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებს შორის უფრო ინტენსიური ხდება. საინფორმაციო და ტექნოლოგიური განვითარების შედეგად ყველა ჩვენთაგანი უფრო დაუცველი ხდება სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების სწავლებებისა და მესიჯებისადმი.

დღევანდელ სამყაროში ტოლერანტობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ ფურცელზე დაწერილ სიტყვებად და უნდა მოხდეს მათი სათანადო იმპლემენტაცია პრაქტიკაში. ამისთვის ბევრი რამეა გასაკეთებელი. უპირველეს ყოვლისა რელიგიური განათლება. რელიგიური განათლების უფლება ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი რელიგიის ნამდვილი მესიჯების გასავრცელებლად, რომლებიც ვფიქრობ მეტნაკლებად საერთოა.

უაღრესად მნიშვნელოვანია რელიგიურ ჯგუფებს მიეცეთ საკუთარი უფლებებით შეუფერხებლად სარგებლობის საშუალება, რათა თავი არ იგრძნონ გაუცხოებულად. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ზემოთთქმული ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მიხარია, რომ სააგენტო ახლო დიალოგშია რელიგიურ თემებთან და თურქეთი მზადაა ითანამშრომლოს და დახმარება გაუწიოს ამასთან დაკავშირებით.

ვიცი, რომ იყო ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია სააგენტოსა და მის კოლეგა სტრუქტურასთან თურქეთში და ჩვენ მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში.

დიდი მადლობა!
ვრცლად
17.02.2016
შეხვედრა რელიგიის სააგენტოსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის

დღეს, 17 თებერვალს,  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა   და სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის  შეხვედრა. 

ვრცლად
17.02.2016
აშშ-ს ელჩის იანკელის სიტყვა რელიგიის სააგენტოს 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე

მადლობას მოგახსენებთ, ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ ვაშაყმაძეს საქართველოში არსებული სიტუაციისა და სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური და გამჭვირვალე ანგარიშისთვის. მსურს გამოვუცხადო ჩემი მხარდაჭერა სააგენტოს აქტივობებს და ასევე დავაფიქსირო შეერთებული შტატების ერთგულება რელიგიის თავისუფლებისადმი, ვფიქრობ ყველას მოგეხსენებათ, რომ ღვთისმსახურების თავისუფლების პრინციპი დაცულია ჩვენს კონსტიტუციაში და ჩვენ გვჯერა, რომ რელიგიის თავისუფლება წარმოადგენს საზოგადოების სტაბილურობის წყაროს და დემოკრატიული მთავრობების საფუძველს.

როგორც ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს საქართველო წარმოადგენს რელიგიური მრავალფეროვნების  მაგალითს და ეს არის ტრადიცია, რომლის ნაწილიც ყველა ქართველი უნდა იყოს.  ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება აძლიერებს საქართველოს. რა თქმა უნდა საქართველომ უნდა შეინარჩუნოს სიფხიზლე თითოეულმა მოქალაქემ თავი იგრძნოს ერთი ოჯახის წევრად.

ვფიქრობ საქართველოსთვის, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილია, ისეთი გადაწყვეტილების როგორც საშინაო, ასევე საგარეო რისკები, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს გარკვეული ჯგუფის მარგინალიზება, ან საზოგადოების არასრულფასოვანი წევრობის განცდა.

მე მსურს შევუერთდე ლატვიიდან და თურქეთიდან ჩემი კოლეგების სიტყვებს და დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ააშენოს დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოება.

დიდი მადლობა

ვრცლად
15.02.2016
რელიგიის სააგენტოს 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია
15 თებერვალს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გასული წელი შეაჯამა და საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიური
ვრცლად
01.02.2016
თბილისში საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესია გაიხსნა

31 იანვარს თბილისში  საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესია გაიხსნა.

ეკლესიის საზეიმო გახსნის ცერემონიას  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ეკლესიის  პასტორმა ჩარლზ ჰომბლიტზმა    განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა  სააგენტოს ეკლესიის გახსნისა და ფუნქციონირებისათვის  გაწეული  ხელშეწყობისა და დახმარებისათვის.  

ვრცლად
15.01.2016
სადეგ დესორხი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ახალციხეს ეწვია

 14 იანვარს სადეგ დესორხი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ახალციხეს ეწვია. სტუმარი  ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის  მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მიიღო.

            მიტროპოლიტმა და სადეგ დესორხმა რელიგიური ორგანიზაციების  თანამშრომლობის  მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის გულისხმობდა სხვა კულტურისა და რწმენის მქონე თემებთან მშვიდობიან და კეთილმეზობლურ ურთიერთობას, ამ პრინციპით ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ სამცხე-ჯავახეთში. საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას მუსლიმანურ თემთან   მეგობრობის  დიდი ტრადიცია და მდიდარი გამოცდილება  აკავშირებს.

ვრცლად
14.01.2016
იუდეველების და მუსლიმების შეხვედრა თბილისის დიდ სინაგოგაში

  12 იანვარს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით თბილისის დიდ სინაგოგაში გაიმართა  ებრაული თემის   შეხვედრა  სულიერი ლიდერის  აიათოლა შაჰრისტანის წარმომადგენელთან სადეგ დესორხთან  და საქართველოს მუსლიმანური თემის წევრებთან.

ვრცლად
12.01.2016
აიათოლა შაჰრისტანის წერილი ზაზა ვაშაყმაძეს

 

პატივცემულ ზაზა ვაშაყმაძეს

 

მოწყალე და მწყალობელი ალაჰის სახელით მოგესალმებით

რელიგიის სფეროში თქვენ მიერ გაწეულ საქმიანობას დადებითად ვაფასებთ. თქვენ და ქართველ ხალხს წინსვლასა და წარმატებას გისურვებთ.

 

პატივისცემით: აიათოლა შაჰრისტანი   10 დეკემბერი 2015წ.

ვრცლად
08.01.2016
შობის დღესასწაული სამებაში

სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ესწრებოდა.

ვრცლად








View Larger Map