მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად აშშ-ში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. 2 მარტს, შეხვედრა გაიმართა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტში, სადაც სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ სამოქალაქო უფლებების განყოფილების სპეციალურ მრჩეველს რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის საკითხებში - ერიკ ტრინს.
მხარეებმა ისაუბრეს რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის პრობლემის შესახებ და საქართველოსა და აშშ-ში მისი დაძლევის მიმართულებით ჩამოყალიბებულ სახელმწიფო გამოცდილებაზე. შეხვედრაზე ერიკ ტრინმა ისაუბრა აშშ-ში რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის დაძლევის ინსტიტუციური პოლიტიკისა და სამართლებრივი ინსტრუმენტების, ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ადვოკატირების პრაქტიკის შესახებ. სააგენტოს თავმჯდომარემ იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოში მოქმედი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები.
შეხვედრის დასასრულს ქართულმა მხარემ გამოთქვა სურვილი, აშშ-ის სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური და პრაქტიკული გამოცდილების საფუძვლიანი გაცნობისა და გაზიარების შესახებ. მიღწეული იქნა შეთანხმება, ანტიდისკრიმინაციული გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით ორმხრივი პროექტების განხორციელების შესახებ.
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, შეხვედრა გამართა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის, რელიგიის, მშვიდობისა და გლობალურ საკითხთა, ბერკლის ცენტრის წარმომადგენლებთან.
UWC მსოფლიო კოლეჯთა გაერთიანების დილიჟანის კოლეჯის სტუდენტთა ჯგუფი 25-27 თებერვალს საქართველოს ეწვია. მათ მოინახულეს თბილისის ისტორიულ-კულტურული ცენტრი: ძველი თბილისი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ეწვივნენ მცხეთას, ჯვარს. კულტურულ, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრს „ჰაიარტუნში“ ახალგაზრდებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა, რომელმაც წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება“.
დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეცხრე სხდომა, რომელსაც მართლმადიდებელი, მუსლიმი, ეზიდური და ორმოცდაათიანელთა თემის წარმომადგენლები დაესწრნენ.
წმიდა ანთიმოზ ივერიელის მოწამებრივი აღსრულების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები განიხილეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დუმიტრუ ბადეას შეხვედრაზე, რომელიც 23 თებერვალს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
19 თებერვალს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იოს დაუმას შეხვედრა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდა.
მუფთებთან შეხვედრა გუშინ საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა და მას რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძეც დაესწრო.
შეხვედრაზე პატრიარქმა ბოლო დროს რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ რთული სიტუაციაა.
"ორი კვირის წინ ვთქვი, რომ ამ ნეგატიურ მოვლენებეში რელიგიას არ აქვს კავშირი და ეს თვითონ ბოროტი ადამიანების მოქმედებაა. ამან ძალიან დიდი გავლენა და მნიშვნელობა იქონია. ჩემთან მოვიდა თურქეთის ელჩი და მე ამის გამო მადლობა გადამიხადა. ასევე მოვიდა აზერბაიჯანის ელჩი და იმანაც მადლობა მითხრა. ასე რომ, ძალიან დროულად იყო ის ჩემს მიერ ნათქვამი, რომ მუსლიმანური რელიგია და ნებისმიერი რელიგია როგორ მისცემს იმის საშუალებას, რომ უდანაშაულო ხალხი დახოცონ?!", - აღნიშნა ილია მეორემ.
18-19 თებერვალს ეზიდები წმინდა ხიდირაილასისა და ხიდირნაბის დღესასწაულს აღნიშნავენ. ეზიდთა წარმოდგენაში, ხიდირნაბი ნატვრის ამსრულებელი და შეყვარებულთა შემწეა, ხიდირაილასიკი ზღვაში მოგზაურთა მფარველი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა ეზიდს, განსაკუთრებით კი- საქართველოში მცხოვრება ეზიდებს დღესასწაულს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
სააგენტოს ძალისხმევის შედეგად, მათ მოახერხეს ჩამოეყალიბებინათ ახლო და მეგობრული ურთიერთობა ყველა რელიგიურ გაერთიანებასთან და ორგანიზაციასთან. უფრო მეტიც, არცერთ ღონისძიებას, რომელიც ჩაატარეს რელიგიურმა ორგანიზაციებმა, არ ჩაუვლია სააგენტოს თავჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის აქტიური მონაწილეობის გარეშე.
ამავე დროს, სააგენტომ მომავალშიც უნდა განაგრძოს თავისი ეროვნული ფუნქციების განხორციელება და უზრუნველყოს ყველა რელიგიური თემის მოქმედების თავისუფლება და შეინარჩუნოს მათი აქტიური მონაწილეობა საქართველოს ცხოვრებაში.
იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა გამოცდილება გააჩნია მსგავს სამსახურს ლატვიაში, ჩემი მიზანი იყო საშუალება მიმეცა რელიგიის სააგენტოსთვის გაეზიარებინა ეს გამოცდილება და როგორც გახსოვთ, სააგენტოს ერთერთი პირველი სამუშაო ვიზიტი იყო სწორედ ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში.
მადლობა კიდევ ერთხელ და გისურვებთ წარმატებებს.