მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 მუსლიმები დღეს მაბასის დღესასწაულს - სიბრძნის, სულიერი და მორალური ძლიერების დღეს აღნიშნავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს მუსლიმ თემს ულოცავს მაბასის დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს მათ
მსოფლიოს ისლამური სამყარო დღეს, 3 მაისს, მიღრაჯის ღამეს - მუჰამედის ღამის მოგზაურობასა და მის ცად ამაღლებას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მუსლიმურ სამყაროსა და საქართველოს მუსლიმ თემს ულოცავს მუჰამედ შუამავლის ცად ამაღლების ღამეს და სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებს მათ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ყველა ქრისტიანისთვის უდიდესი დღესასწაულია - სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და განახლების სიმბოლო. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. უფლის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს, მშვიდობა და სიხარული მის ყოველ მკვიდრს.
დღეს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ ევანგელურ-ბაპტისტური, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია და ქრისტიან-მოლოკანთა თემი. აღდგომა სიცოცხლის, იმედის, ცოდვათა დამარცხებისა და სულიერი ამაღლების დღესასწაულია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს, გისურვებთ სიკეთეს, სიხარულს და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას.
28 აპრილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და პოლიტიკურ საკითხებში პოლონეთის ელჩის მრჩევლის ბართლომიჯ გათარზის შეხვედრა.
გუშინ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ალი ხამნეის წარმომადგენელთან, სეიდ ალი აქბარ ოჯახ ნეჯადისთან ერთად, მარნეულს ეწვია. საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მოწვევით ჩამოსული ირანელი სტუმარი გამოჩენილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, არაბეთის სახალიფოს მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფის, იმამ ალის ქვეყნად მოვლენის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.
დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სეიდ ალი აქბარ ოჯახ ნეჯადის, აიათოლა ალი ხამნეის წარმომადგენელს შეხვდა. ირანელი სტუმარი დაინტერესდა მუსლიმი თემის მდგომარეობით საქართველოში და მათი ურთიერთობით რელიგიის სააგენტოსთან. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მოუთხრო სახელმწიფოს აქტივობაზე ამ თვალსაზრისით, კერძოდ: საქართველოს სხვა და სხვა რეგიონში, მუსლიმი თემისთვის გადაცემულ მეჩეთებზე, კომპენსაციაზე, რომელსაც სახელმწიფო გასცემს და საზოგადოდ, მუსლიმი თემის მონაწილეობაზე ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას.ამ დიდ დღესასწაულს ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ.
24 აპრილს საქართველოს ბაპტისტური ეკლესია და მოლოკანთა თემი ბზობას-უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლას, ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ზეიმობენ.