მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


28.08.2016
საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას აღნიშნავს.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო. გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს! დედა ღვთისა იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს შემწე!

ვრცლად
26.08.2016
2016 წლის 26 აგვისტოს ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის სხდომა

დღეს,  26 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ევანგელურ-პროტესტანტული,საქართველოს მართმადიდებელი და მუსლიმური თემის წარმომადგენლები. 

ვრცლად
25.08.2016
შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან

 

რელიგიის სააგენტოს შეხვედრა   საქართველოში ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან

დღეს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძის, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამასახურის უფროსის - არჩილ მეტრეველის და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის - მალხაზ აფციაურის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების უფროს დოროთა დლუში-სულიგასა და პროექტების მენეჯერ ივონე გოგოლს შორის.  შეხვედრისას განხილულ იქნა სააგენტოს ორი წლის საქმიანობა, ინტერრელიგიური სათათბიროს აქტივობები და 2016 წლის 25 ივლისს ჩატარებული კონფერენცია -,,ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“. ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სააგენტოს საქმიანობა და მოიწონეს  ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის მიხედვით სააგენტოს მიერ საჯარო მოხელეებისათვის ჩატარებული ტრენინგები და მომავალი აქტივობების გეგმა.

დასასრულს, გამოითქვა სურვილი ერთობლივი თანამშრომლობით  გაიმართოს ტოლერანტობის საკითხისადმი მიძღვნილი ტრენინგი ან სემინარი.

ვრცლად
19.08.2016
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია და ქრისტიან მოლოკანთა თემი დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას ზეიმობენ.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია და ქრისტიან მოლოკანთა თემი დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას ზეიმობენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე დღესასწაულს ულოცავს  მათ და მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს . 

 

ვრცლად
19.08.2016
დღეს მართლმადიდებელი სამყარო ფერიცვალების დღესასწაულს აღნიშნავს

        დღეს მართლმადიდებელი სამყარო თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულიდან ერთ-ერთს - ფერიცვალებას აღნიშნავს. 

     ახალი აღთქმის მიხედვით, იესო  ქრისტემ  თავის მოწაფეებთაგან გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა. ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ და ისმენნდნენ იესოს მომავალი ჯვარცმის შესახებ. ამ საზარელი ამბის გაგების მიუხედავად,  იესოს „პირი გაბრწყინდა ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“

      რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ  მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ამ უდიდეს დღესასწაულს და  სულიერ გაძლიერებას, სიკეთეს და სიხარულს უსურვებს.

 

ვრცლად
15.08.2016
დღეს კათოლიკური სამყარო ღვთიშობლის მიძინებას აღნიშნავს

დღეს მსოფლიოს კათოლიკური სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა კათოლიკეს, ქართველ კათოლიკეებს ამ დღესასწაულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ

ვრცლად
15.08.2016
კონფერენცია -

25 ივლისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის წევრებმა, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიის სააგენტოს პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია

ვრცლად
07.08.2016
6 აგვისტოს კათოლიკები ფერისცვალებას აღნიშნავენ

6 აგვისტოს კათოლიკური სამყარო უფლის ფერისცვალებას ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს დღესასწაულს ყველა კათოლიკეს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

ვრცლად
02.08.2016
წმ. ილია (ელია) წინასწარმეტყველის ხსენების დღე

დღეს ქართული ეკლესია  წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესვე ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველის, ელია თეზბიტელის ხსენების დღეა, რომელსაც ილია - ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველად აღიარებული მწერალი, პუბლიცისტი, ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორი გამორჩეულად აღნიშნავდა. დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღეა, პატრიარქის, რომლის სახელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აღმავლობა, მისი ავტოკეფალიის აღდგენა  უკავშირდება.

            რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გილოცავთ ილიაობას, საქართველოს პატრიარქს დიდი პატივისცემით ულოცავს ანგელოზის დღეს, დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

 

ვრცლად








View Larger Map