მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


05.07.2016
მუსლიმური სამყარო რამაზან-ბაირამს აღნიშნავს

5, 6 და 7 ივლისს, 30 დღიანი მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის 2 დიდი დღესასწაულიდან ერთ–ერთს, რამაზან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს. მუსლიმთა რწმენით, სწორედ რამაზანის თვეში მოევლინა დედამიწას ყურანი.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს მუსლიმ თანამოქალაქეებსა და სრულიად მუსლიმურ სამყაროს ამ დიდ დღესასწაულს და მშვიდობას, სიხარულს, წარმატებებს უსურვებს მათ.

 

ვრცლად
01.07.2016
დღეს მუსლიმური სამყარო ყადირის ღამეს აღნიშნავს

დღეს მუსლიმური სამყარო ყადირის ღამეს, ყურანის დედამიწაზე გარდმოვლენის ღამეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ამ დღეს  მსოფლიოს მუსლიმებსა და საქართველოში მცხოვრებ მულიმურ თემს.

ვრცლად
30.06.2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუსულმანური თემის წარმომადგენლებს იფთარზე უმასპინძლა

29 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მუსულმანური თემის წარმომადგენლებს იფთარზე უმასპინძლა და რამაზანი მიულოცა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საუკუნეების მანძილზე საქართველოს მიწაზე მშვიდობიანად თანაარსებობს ქრისტიანული და მუსლიმანური სამყარო, მათ შორის მუსლიმანური სამყაროს სხვადასხვა მიმდინარეობები და ეს  მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა. 

ვრცლად
30.06.2016
2016 წლის მეოთხე სხდომა - ქონებრივი და ფინანსური საკითხების კომისია

     დღეს,  30 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2016 წლის რიგით მეოთხე სხდომა

ვრცლად
29.06.2016
კათოლიკური სამყარო დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს

კათოლიკური სამყარო დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. მოციქულებრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულ წმინდანთა ხსენება ერთ დღესაა დაწესებული და საზეიმოდ აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე  პეტრე-პავლობას ულოცავს ყველა კათოლიკეს და წარმატებებს უსურვებს მათ.

 

ვრცლად
28.06.2016
პატრიარქი, პრეზიდენტი და რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე რუმინეთის სახელმწიფომ დააჯილდოვა

საქართველოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მოწვევით მყოფმა რუმინეთის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო მდივნმა ვიქტორ ოპასკიმ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რუმინეთის სახელმწიფოსა და საპატრიარქოს  ჯილდოთი, დიდი ქართველი განმანათლებლის, წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

 

ვრცლად
24.06.2016
დღეს კათოლიკური ეკლესია წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს

დღეს კათოლიკური ეკლესია წმიდა იოანე ნათლისმცემლის, მაცხოვრის წინამორბედის შობას აღნიშნავს, უდიდესი წინასწარმეტყველის, რომელმაც  ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა.

ვრცლად
23.06.2016
პრეზენტაციები რელიგიის სააგენტოში

დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა საქართველოში  რელიგიურ თემებთან დაკავშირებული საკუთარი პრეზენტაციები წარმოადგინეს. 

ვრცლად
19.06.2016
19 ივნისს მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობას ზეიმობენ

19 ივნისს  მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობას - სულიწმიდის გარდამოსვლას ზეიმობენ. ეს დღე ღრმა სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია და ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშნად, ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა მართლმადიდებელს, საქართველოს მართლმადიდებელ  სამოციქულო ეკლესიასა და მის მრევლს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

 

ვრცლად








View Larger Map