მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს მსოფლიოს კათოლიკური სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა კათოლიკეს, ქართველ კათოლიკეებს ამ დღესასწაულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ
25 ივლისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის წევრებმა, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიის სააგენტოს პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია
6 აგვისტოს კათოლიკური სამყარო უფლის ფერისცვალებას ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს დღესასწაულს ყველა კათოლიკეს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
დღეს ქართული ეკლესია წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესვე ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველის, ელია თეზბიტელის ხსენების დღეა, რომელსაც ილია - ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველად აღიარებული მწერალი, პუბლიცისტი, ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორი გამორჩეულად აღნიშნავდა. დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღეა, პატრიარქის, რომლის სახელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აღმავლობა, მისი ავტოკეფალიის აღდგენა უკავშირდება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გილოცავთ ილიაობას, საქართველოს პატრიარქს დიდი პატივისცემით ულოცავს ანგელოზის დღეს, დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ქვეყნის საკეთილდღეოდ.
დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა აშშ-ს ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარს, იმან მასმუდს. იმან მასმუდი დაინტერესებულია მსოფლიოს მასშტაბით მუსლიმთა საკითხების კვლევით. მისი ინტერესების სფეროშია მუსლიმთა უფლებებისა და განათლების საკითხები.
დღეს გამართულ შეხვედრაზე, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს წარუდგინა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა მუსლიმ თემთან მიმართებით, მოუთხრო მუსლიმთა უფლებების დაცვის, საზოგადოებაში მათი უკეთესი ინტეგრირების თვალსაზრისით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
იმან მასმუდმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების აქტივობა ამ თვალსაზრისით და გამოთქვა სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი. საქართველოში ჩამოსვლამდე ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი, ანალოგიური მისიით მალაიზიაში იმყოფებოდა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ევროპეიზაციის წარმოჩენა სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკურ, იურიდიულ და სოციალურ ჭრილში“ გაიხსნა. საზაფხულო სკოლა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა, ბსუ-ს რექტორის მოადგილემ ინგა შამილიშვილმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა გახსნეს. საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ევროკავშირის პროგრამა ჟან მონეს ქსელის ‘’ ევროპისმცოდნეობის განვითარება კავკასიაში’’ და ერაზმუს+ -ის სასწავლო მოდულის ‘’ევროპული სამართალი სამხრეთ კავკასიაში‘’ ორგანიზებით ტარდება.
დღეს, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“- 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. თითოეული მოციქულის ღვაწლს ეკლესია საგანგებოდ მათთვის დაწესებულ დღეს აღნიშნავს, ხოლო პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანი ერთად იხსენიება. ეს დღე სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულია, რომელიც ქრისტეს თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ დღესასწაულს და სიხარულს, სიკეთეს, გამარჯვებას გისურვებთ.
დღეს,12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი პეტრე - პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. წმ. პეტრე და წმ. პავლე თავისი მოციქულეობრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს როგორც „თავთა მოციქულთა“. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და ყველა მართლმადიდებელს პეტრე-პავლობის დღესასწაულს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ.
დღეს, 7 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. იესო ქრისტეს წინამორბედი, იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი იყო, რომელმაც ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს.