მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


08.09.2016
კათოლიკური სამყარო ღვთისმშობლის შობას ზეიმობს

დღეს 8 სექტემბერს კათოლიკური სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას- ღვთისმშობლობას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა კათოლიკეს ამ დღესასწაულს და სიკეთეს უსურვებს მათ.

ვრცლად
05.09.2016
პრემიერის კომენტარი რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით

ჩვენ გვაქვს შესანიშნავი დიალოგი ქართველ მუსლიმებთან და მათთან ერთად გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ, სახელმწიფო აუცილებლად გაითვალისწინებს მათ ინტერესებს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ბათუმში მეჩეთის მშენებლობა ან გაფართოება.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ თემით სპეკულირების საშუალება არავის უნდა მიეცეს. 

 

ვრცლად
01.09.2016
საქველმოქმედო აქცია ხელვაჩაურში

დღეს, 1 სექტემბერს, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები ხელვაჩაურს ეწვივნენ,  სადაც ზემო აჭარიდან ჩამოსახლებული სოციალურად დაუცველი ადამიანები ცხოვრობენ.  

ვრცლად
29.08.2016
შეხვედრა ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ირანის ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. ალ მუსტაფას უნივერსიტეტი თეოლოგიური სასწავლებელია და მას ფილიალები სხვა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც აქვს.  უნივერსიტეტის რექტორს, დავით ქაშამის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა და რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს დასამშვიდობებლად  ეწვია. 

ვრცლად
28.08.2016
საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას აღნიშნავს.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო. გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს! დედა ღვთისა იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს შემწე!

ვრცლად
26.08.2016
2016 წლის 26 აგვისტოს ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის სხდომა

დღეს,  26 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ევანგელურ-პროტესტანტული,საქართველოს მართმადიდებელი და მუსლიმური თემის წარმომადგენლები. 

ვრცლად
25.08.2016
შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან

 

რელიგიის სააგენტოს შეხვედრა   საქართველოში ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან

დღეს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძის, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამასახურის უფროსის - არჩილ მეტრეველის და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის - მალხაზ აფციაურის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების უფროს დოროთა დლუში-სულიგასა და პროექტების მენეჯერ ივონე გოგოლს შორის.  შეხვედრისას განხილულ იქნა სააგენტოს ორი წლის საქმიანობა, ინტერრელიგიური სათათბიროს აქტივობები და 2016 წლის 25 ივლისს ჩატარებული კონფერენცია -,,ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“. ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სააგენტოს საქმიანობა და მოიწონეს  ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის მიხედვით სააგენტოს მიერ საჯარო მოხელეებისათვის ჩატარებული ტრენინგები და მომავალი აქტივობების გეგმა.

დასასრულს, გამოითქვა სურვილი ერთობლივი თანამშრომლობით  გაიმართოს ტოლერანტობის საკითხისადმი მიძღვნილი ტრენინგი ან სემინარი.

ვრცლად
19.08.2016
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია და ქრისტიან მოლოკანთა თემი დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას ზეიმობენ.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია და ქრისტიან მოლოკანთა თემი დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას ზეიმობენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე დღესასწაულს ულოცავს  მათ და მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს . 

 

ვრცლად
19.08.2016
დღეს მართლმადიდებელი სამყარო ფერიცვალების დღესასწაულს აღნიშნავს

        დღეს მართლმადიდებელი სამყარო თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულიდან ერთ-ერთს - ფერიცვალებას აღნიშნავს. 

     ახალი აღთქმის მიხედვით, იესო  ქრისტემ  თავის მოწაფეებთაგან გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა. ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ და ისმენნდნენ იესოს მომავალი ჯვარცმის შესახებ. ამ საზარელი ამბის გაგების მიუხედავად,  იესოს „პირი გაბრწყინდა ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“

      რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ  მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ამ უდიდეს დღესასწაულს და  სულიერ გაძლიერებას, სიკეთეს და სიხარულს უსურვებს.

 

ვრცლად








View Larger Map