მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


20.10.2016
სამუშაო შეხვედრა თურქეთის ელჩთან

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგეტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზექი ლევენთ გურმუქჩუს მორიგი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს მუსლიმი თემის, ტრადიციული ისლამის ხელშეწყობისა და რელიგიური განათლების საკითხები. თურქეთის ელჩმა დადებითად შეაფასა სახელმწიფოსა და სააგენტოს ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობა. აღნიშნა, რომ „სახელმწიფო არაჩვეულებრივ სამუშაოებს აწარმოებს ამ მიმართულებით“.

ზექი ლევენთ გურმუქჩუმ ზაზა ვაშაყმაძეს შესთავაზა თურქეთში რელიგიური განათლების მიმართულებით არსებული გამოცდილების გაცნობა და შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელება.

ვრცლად
17.10.2016
17-24 ოქტომბერს იუდეველები სუქოთის დაწყებას ზეიმობენ

17-24 ოქტომბერს იუდეველები სუქოთის დაწყებას ზეიმობენ, რაც, სიმბოლურად, სინაის უდაბნოში ებრაელთა ხეტიალს განასახიერებს. ეს ებრაელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ზეიმია და მას შვიდი დღის მანძილზე აღნიშნავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით ქართველ ებრაელებს დღესასწაულს და ბედნიერებასა და სიხარულს უსურვებს მათ.

ვრცლად
17.10.2016
სვეტიცხოვლობა

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვა-ლოცვას საქართველოს პრემიერ- მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე დაესწრო.

ვრცლად
17.10.2016
საქველმოქმედო აქცია ვანში

რელიგიის საკითხთა სააგენტოს ინიციატივით  ფრიდენსბოტეს მისიის საქართველოს ფილიალის წარმომადგენელი ტარიელ პაპინაშვილი და სააგენტოს თანამშრომლები ვანის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ.

ვანის გამგეობაში გაიმართა შეხვედრა მუნიციპალიტეტის სოფლების გამგებლებთან. სტუმრებმა რაიონის სოფლების  სოციალურად დაუცველ მოსახლეობას აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარება, 1.5 ტონა სამოსი, გაუნაწილეს.

მოსახლეობა მიესალმება ამ ტიპის აქციებს და აცხადებს, რომ მსგავსი დახმარება მათთვის  მნიშვნელოვანია.

ვრცლად
14.10.2016
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას ზეიმობს

დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება და წმ. მეფე მირიანის, დედოფალ ნანას, წმ. სიდონიასა და აბიათარის ხსენება აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ.

ვრცლად
11.10.2016
შეხვედრა კრიშნას ცნობიერების თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

დღეს, 11 ოქტომბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ საერთაშორისო საზოგადოება კრიშნას ცნობიერების თბილისის ორგანიზაციის  წარმომადგენლებს, იოსებ კაპანაძესა („იშვარა“) და ალექსანდრე კირკიტაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. სტუმრებმა სააგენტოს თავმჯდომარეს აცნობეს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და გამოთქვეს სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი. თავის მხრივ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო სააგენტოს საქმიანობა და კმაყოფილება გამოთქვა კრიშნას ცნობიერების თბილისის ორგანიზაციის  წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო.

ვრცლად
06.10.2016
დღეს იეზიდები "ჯამაია შიხადი" აღნიშნავენ

6 ოქტომბერს, ეზიდი თემის წარმომადგენლებისათვის ჯამაია შიხადი- ეზიდთათვის განკაცებული ღმერთის, შეიხ ადის ხსოვნის პატივსაცემად მომლოცველთა საყოველთაო შეკრების დღეები იწყება. 

ვრცლად
03.10.2016
ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან
მთავრობის კანცელარიაში ამერიკის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის ოფიცერი  ქეთრინ ქოსმანი და საქართველოში ამერიკის ელჩის  ახლად დანიშნული მრჩეველი რაიან კოენიგი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  ინტერრელიგიური სათათბიროს  წევრებს შეხვდნენ.
ვრცლად
03.10.2016
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის შეხვედრა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა შეხვედრა ამერიკის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის ოფიცერთან  ქეთრინ ქოსმანთან  და საქართველოში ამერიკის ელჩის  ახლად დანიშნულ მრჩეველთან  რაიან კოენიგთან.

            სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო სახელმწიფოს  რელიგიური  პოლიტიკა,  ადამიანის უფლებებისა  და რელიგიური თავისუფლების  დაცვის მიმართულებით ჩვენს   ქვეყანაში არსებული ვითარება და  ამ სფეროში საქართველოს მთავრობის  მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

ვრცლად








View Larger Map