მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


07.04.2017
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს

დღეს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს,  როცა ქალწულ მარიამს მესიის შობა ეუწყა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს მათ.

ვრცლად
07.04.2017
საქართველოს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ხარებას აღნიშნავს

საქართველოს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ხარების დღესასწაულს ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

ვრცლად
06.04.2017
რელიგიის სააგენტოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, 6 აპრილს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გენერალურმა 

ვრცლად
04.04.2017
რელიგიის სააგენტოსა და ეროვნულ მუზეუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, 4 აპრილს, საქართველოს ეროვნული მუზეუმში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც  სხვადასხვა რელიგიური და ტრადიციული კულტურული ფასეულობების შესწავლისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასთან 

ვრცლად
29.03.2017
შეხვედრა ირანის ისლამის კულტურისა და რელიგიათა ურთიერთობების პრეზიდენტთან

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და ირანის ისლამის კულტურისა და რელიგიათა ურთიერთობების სახელმწიფო სამსახურის პრეზიდენტ დოქტორ აბუზარ ებრაჰიმს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

ვრცლად
28.03.2017
შეხვედრა ესტონეთის ელჩთან

28  მარტს  რელიგიის  საკითხთა   სახელმწიფო  სააგენტოს  თავმჯდომარე  ზაზა  ვაშაყმაძე  შეხვდა  ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს.

ზაზა  ვაშაყმაძემ   მადლობა გადაუხადა  ახლად დანიშნულ ელჩს,   როგორც მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელს,   საქართველოს მხარდაჭერისათვის და წარმატება უსურვა  მას შემდგომ საქმიანობაში. 

 

ვრცლად
28.03.2017
ავტოკეფალიის 100 წლისთავის აღნიშვნა პარლამენტში

საქართველოს პარლამენტის პლენარულ დარბაზში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო სხდომა და მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს  პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 

ვრცლად
28.03.2017
შეხვედრა ხელვაჩაურის ცენტრალურ მეჩეთში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ხელვაჩაურის ახლადგარემონტებული ცენტრალური მეჩეთი მოინახულა, სადაც სრულიად საქართველოს მუფტს ბეგლარ ქამაშიძეს, ადგილობრივ მუსლიმ სასულიერო პირებსა და მრევლს შეხვდა. ზაზა ვაშაყმაძე  ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლებს გაესაუბრა, დაინტერესდა მათი პრობლემებითა და ახლად გარემონტებული მეჩეთის გახსნა მიულოცა მათ.

  მუსლიმმა თემმა მადლიერება გამოთქვა  სახელმწიფოს მხრიდან დახმარებისათვის, ბეგლარ ქამაშიძის განცხადებით,  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უშუალო ჩართულობით მოგვარდა უამრავი საკითხი, რამაც უდიდესი როლი იქონია ადგილობრივი მუსლიმი თემის განვითარებაში.

ვრცლად
28.03.2017
საჯარო ლექცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით სააგენტოს თავმჯდომარემ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციის თემა იყო საქართველოში არსებული რელიგიური პოლიტიკა, რელიგიური კონფესიებისა და უმცირესობების მდგომარეობა. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა, აგრეთვე, სახელმწიფოს მხრიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ, ასევე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონფესიების დაფინანსების, მათი უფლებების დაცვის, ქონებრივი და ფინანსური კომისიის საქმიანობის შესახებ. ლექცია კითხვა პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.

ვრცლად








View Larger Map