მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


23.04.2017
მიღრაჯის ღამე

მსოფლიოს ისლამური სამყარო 23 აპრილს მიღრაჯის ღამეს - მუჰამედის ღამის მოგზაურობასა და მის ცად ამაღლებას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა  სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს ულოცავს  მუჰამედ  შუამავლის ცად ამაღლების ღამეს და სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებს მათ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ვრცლად
21.04.2017
მუსლიმი თემი მუჰამედ შუამავლის დაბადების 1446-ე წლისთავს აღნიშნავს

რულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით ქალაქ ბათუმში, შუამავლის მუჰამედის დაბადების 1446-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ვრცლად
21.04.2017
კონფერენცია - „თანამედროვეობა და ისლამი“

ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტ პალასში“, გაიმართა პირველი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვეობა და ისლამი“. ღონისძიებას საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი, ბაქოს ცენტრალური მეჩეთის წინამძღოლი ილგარ იბრაჰიმოღლი, 

ვრცლად
19.04.2017
ეზიდები აიდა სარსალეს ზეიმობენ

აიდა სარსალე - ეზიდური რელიგიური კალენდრის თანახმად არის ახალი წლის დღესასწაული, რომელსაც სხვანაირად ახალი წლის წმინდა ოთხშაბათის დღესასწაულს უწოდებენ. აიდა სარსალე უძველესი დღესასწაულია და სათავეს შუამდინარეთის კულტებიდან იღებს. ეს აყვავების, ცხოვრების განახლების ზეიმია. ეზიდებს სწამთ, რომ ამ დღეს მთავარანგელოზი ტაუსი მალაკი დაეშვება ზეციდან და აკურთხებს მიწას, ხოლო ყოველ ოჯახში, სამყაროს

ვრცლად
18.04.2017
ზაზა ვაშაყმაძე სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

16 აპრილს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჩაატარა. საზეიმო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვრცლად
18.04.2017
ზაზა ვაშაყმაძემ სომეხ მრევლს აღდგომა მიულოცა

16 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა შესრულდა სომხურ სამოციქულო ეკლესიაში. მორწმუნეები ტაძრებში ჯერ კიდევ ღამით შეიკრიბნენ და სადღესასწაულო წირვა–ლოცვას დაესწრნენ. მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მიულოცა.

ვრცლად
16.04.2017
მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს

დღეს ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას, სიცოცხლის სიკვდილზე, სიკეთის ბოროტებაზე, ნათლის ბნელზე გამარჯვებას ზეიმობს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის, იგი იმედის, სულიერი ამაღლებისა და განახლების სიმბოლოა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოს სამოციქულო

ვრცლად
16.04.2017
ყველა ქრისტიანს გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

დღეს ქრისტიანული სამყარო მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს, უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს, რომელიც სიცოცხლის სიკვდილზე, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების მაუწყებელია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს საქართველოში სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელ, კათოლიკე, ევანგელურ–ლუთერულ, ევანგელურ-ბაპტისტურ,

ვრცლად
11.04.2017
შეხვედრა თურქ შიიტთა სულიერ ლიდერთან

ღეს, 11 აპრილს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ თურქეთის შიიტთა სულიერ ლიდერს, შეიხ სელაჰეთთინ ოზგუნდუსს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის იმამ ჯუმასა და ევროპის სწავლულ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს მუჰამედ მუჯაჰიდს უმასპინძლა. შეხვედრას  საქარველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი და აღმოსავლეთ საქართველოს 

ვრცლად








View Larger Map