მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს კათოლიკური სამყარო და საქართველოში მცხოვრები ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესია და მისი მრევლი ევქარისტიის - ქრისტეს უწმიდესი ხორცისა და სისხლის დიდ დღესასწაულს აღნიშნავს. ევქარისტიის საიდუმლო აღასრულა ქრისტემ საიდუმლო სერობაზე, როცა პური და ღვინო თავის ხორცად და სისხლად გარდაქმნა, აზიარა მოწაფენი და მცნებად მისცა, აღესრულებინათ ეს საიდუმლო მის მოსახსენებლად. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ დღესასწაულს!
11 ივნისს საქართველოს ეზიდებმა „ტავაფა ეზიდ“ - თბილისის ეზიდების ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს. ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა რელიგიის სასულიერო ლიდერები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ტაძრის დღესასწაული სასულიერო რიტუალით დაიწყო და ტრადიციულად ტაძრის სახურავზე ბაღდადის შეცვლით დასრულდა.
დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზექი ლევენთ გურმუქჩუს მორიგი სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში და მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. თურქეთის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფოს, კერძოდ, რელიგიის
საქართველოს ყველა ტაძარი დღეს ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება- მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ღმერთმა სწორედ, ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის, ქრისტეს ეკლესიის დაბადების ნიშანი იყო. რელიგიის
ღეს ყველა ქრისტიანული ტაძარი მწვანით იმოსება - ქრისტიანული სამყარო სულთმოფენობას დღესასწაულობს. სახარების სწავლებით, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, იერუსალიმში, ციდან გარდამოვლენილი ღვთაებრივი ცეცხლი ქრისტეს მოწაფეებზე გადმოვიდა, რომლებმაც სხვადასხვა ენებზე დაიწყეს ქადაგება.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს.
დღეს, 31 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა, ევანგელურ-პროტესტანტული, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და ებრაელთა თემის წარმომადგენლები.
30-31 მაისს იუდეველები შავუოთს - სინაის მთაზე თორის მიღებას ზეიმობენ. შავუოთი ებრაელი ხალხის ეგვიპტის მონობიდან საბოლოო განთავისუფლების სიმბოლოა და წლიდან წლამდე შეახსენებს ებრაელ ხალხს სინას მთაზე მომხდარ სასწაულს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით კი საუკუნეების მანძილზე საქართველოში მცხოვრებ ებრაელ თემს შავუოთის დღესასწაულს და წარმატებას,
27 მაისს მუსლიმები რამაზნის - მარხვის თვის დაწყებას აღნიშნავენ. რამაზნის მარხვაში განთიადიდან მზის ჩასვლამდე მარხულობს ყველა მუსლიმი, რაც საკვებზე უარის თქმის გარდა, ღვთის საამებელ საქმეებს, ლოცვას, მოწყალებას, მოთმინებას, თავმდაბლობასა და სულიერ სიმშვიდეს გულისხმობს