მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 14 თებერვალს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ საუფლო ქრისტიანულ დღესასწაულს, მირქმას - უფლის მიგებებას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, მის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და წარმატებებს უსურვებს მათ.
ღეს, 12 თებერვალს. თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია “რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“, რომელიც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2018 წლის ინტერ-რელიგიური კალენდარი გამოსცა. კალენდარში თავმოყრილია სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების დღესასწაულები, იგი ხელს უწყობს განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთცნობადობის ამაღლებას. ინტერრელიგიური
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს, მეფის, რომელმაც საბოლოოდ დაასრულა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, მოიპოვა დიდი საბრძოლო გამარჯვებები და ჩვენი ქვეყანა რეგიონის
დღეს, 7 თებერვალს, ქ. რუსთავში ლათინ-კათოლიკეთა თემის „ღვთიური გულმოწყალების“ სახელობის მშენებარე ტაძრის კედელში საზეიმოდ ჩაიდგა პირველი სიმბოლური ქვა, რომელიც რომის პაპმა ფრანცისკემ საქართველოში ვიზიტის დროს აკურთხა.
დღეს, 2 თებერვალს, კათოლიკეები ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, მირქმას - მაცხოვრის მიგეგებას აღნიშნავენ. მირქმა ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია და იგი საზეიმოდ აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, ყველა კათოლიკეს მირქმის დღესასწაულს, წინსვლასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ეზიდები ზამთრის ორმოცდღიანი მარხვის დასრულებას, ჩლე ზევესტანეს ზეიმობენ. მარხვას ეზიდები ლოცვასში ატარებენ, რათა ღმერთი ადამიანებს ზამთრის ყველაზე მკაცრი დღეების გადატანაში დაეხმაროს და ისინი კეთილდღეობითა და მშვიდობით დაჯილდოვდნენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ეზიდ თემს დღესასწაულს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
დღეს ებრაელები ხეთა ახალ წელს - ტუ ბიშვატს ზეიმობენ. ბიბლიის მიხედვით, ამ დღეს მოსავლის მეათედს სასულიერო პირებს, ღარიბებსა და გაჭირვებულებს სწირავდნენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ებრაელ ერს, ქართველ ებრაელთა თემს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.