მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 ღეს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენას დღესასწაულობს. ავტოკეფალიის დაკარგვა 1801 წელს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ ხელმოწერილ მანიფესტს მოჰყვა, რომლითაც გაუქმდა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მოგვიანებით კი, 1811 წელს, ეკლესიის ავტოკეფალიაც და იგი რუსეთის სინოდს დაექვემდებარა. ქართველი საზოგადო და რელიგიური მოღვაწეების ბრძოლა
დღეს, საქართველოს კათოლიკური ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბზობა ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია და იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას განასახიერებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ყველა კათოლიკეს ამ დიდ დღესასწაულს, სიხარულსა და მშვიდობას გისურვებთ.
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს ერთ-ერთ უმთავრეს საუფლო დღესასწაულს, ბზობას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიას დღესასწაულს, სიკეთეს და მშვიდობას უსურვებს მათ.
საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, ბზობას - იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას დღესასწაულს, სიხარულსა და მშვიდობას უსურვებს მათ.
22 მარტს მუსლიმური სამყარო რეღაიბის ღამეს - ვედრების აღსრულების ღამეს აღნიშნავს. რეღაიბის ღამეს მუჰამედ წინასწარმეტყველის დედამ შვილის მუცლადღება იგრძნო. რეღაიბი ვედრების აღსრულების ღამეს ნიშნავს და მუსლიმანები მას ღმერთისადმი ვედრებაში ატარებენ.
19 მარტს კათოლიკური სამყარო წმინდა იოსებ დამწინდველს იხსენიებს. ქალწულების აღთქმის დადების შემდგომ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მეურვეობა ოთხმოცი წლის იოსებს მიანდეს., რომელსაც ანგელოზმა აუწყა, რომ ქალწული მარიამისგან ძე ღვთისა უნდა შობილიყო. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენო ულოცავს კათოლიკურ ეკლესიას დღესასწაულს, მშვიდობასა და სიხარულს უსურვებს მას.
დღეს „კლოჩე სარე სალეს“ - გაზაფხულის დადგომას აღნიშნავენ საქართველოში, სომხეთსა და რუსეთში მცხოვრები ეზიდები. ეს უძველესი სახალხო დღესასწაული განახლების, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ეზიდ თანამოქალაქეებს „კლოჩე სარე სალეს" და განახლებას, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
2018 წლის 14 მარტს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ოფისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის გადასაადგილებელი ეტლების გადაცემის საქველმოქმედო აქცია გაიმართა. საქველმოქმედო აქცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, მუსლიმთა
დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, საბერძნეთის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ დიმიტრის კარაბალისს შეხვდა.