მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენას დღესასწაულობს - 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს პარლამენტმა ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. უკვე 27 წელია, ყოველწლიურად აღვნიშნავთ დღეს, რომელსაც ასე ნატრობდა და ვერ მოესწრო მრავალი თაობა. დღესვე აღინიშნება საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა მოხსენიების დღე - მარადიული
დღეს კათოლიკე ქრისტიანები ხარებას - თორმეტ საუფლოთაგან ერთ-ერთ დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გაბრიელ მთავარანგელოზმა ღვთის ძისა და მესიის. იესო ქრისტეს დაბადება ახარა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს კათოლიკე ქრისტიანებს ხარების საუფლო დღესასწაულს, სიხარულსა და მშვიდობას უსურვებს მათ.
დღეს ყველა ქართველი მართლმადიდებელი იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. აღდგომა ქრისტიანთათვის დღესასწაულთა დღესასწაულია, რადგან მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ამქვეყნიურ ბოროტებას სიყვარულით და სინათლით ამარცხებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ქრისტეს ბრწყინვალე
სახარების რწმენის ეკლესია დღეს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სახარების რწმენის ეკლესიასა და მის მრევლს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების - ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღესასწაულს, ქრისტე აღდგა!
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ულოცავს საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიასა და მის მრევლს. აღდგომა ყველა ქრისტიანისთვის უდიდესი დღესასწაულია, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და განახლების სიმბოლო. ქრისტე აღდგა!
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ულოცავს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს. აღდგომა ყველა ქრისტიანისთვის უდიდესი დღესასწაულია, რომელმაც ცოდვაზე გამარჯვება აუწყა სამყაროს. ქრისტე აღდგა!
სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი დღეს ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობს,
სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და განახლების დღეს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, ქრისტე აღდგა!
დღეს, 7 აპრილს, მართლმადიდებელი ქრისტიანები თორმეტთაგან ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებას აღნიშნავენ. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს, რომ ის მესიას - იესო ქრისტეს შობდა. ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისი და დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულია.
სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის ხარების საუფლო დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ ის მხსნელს - იესო ქრისტეს მოუვლენდა კაცობრიობას.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ამ დიდ დღესასწაულს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მის მრევლს, მშვიდობასა და წარმატებებს უსურვებს მათ.