დღეს სომხური მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობას დღესასწაულობს. სახარება იოანე ნათლისმცემელს იესო ქრისტეს უახლოეს წინამორბედად მიიჩნევს, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა და მაცხოვარი მდინარე იორდანეში მონათლა.
სომხური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს წინადაცვეთას აღნიშნავს. წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა, რომელიც ახალ აღთქმაში ნათლობის საიდუმლომ ჩაანაცვლა.
დღეს, კათოლიკური ეკლესია თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ნათლისღებას აღნიშნავს. ახალი აღთქმის მიხედვით, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა რელიგიურ კონფესიას გილოცავთ ახალ 2020 წელს!