რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და საქართველოს კათოლიკე მოქალაქეებს წმინდა ოჯახის დღესასწაულს ულოცავს
დღეს საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირი ქრისტეშობას დღესასწაულობს. საშობაო ლიტურგიას უძღვებოდა თბილისის ეკლესიის ხუცესი, ლევან ახალმოსულიშვილი. მსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები დაესწრნენ
საერთაშორისო ამერიკული ბაპტისტური ეკლესიის მრევლმა დღეს ქრისტეშობა იზეიმა. ტაძარში შეკრებილ მრევლსა და ეკლესიის ხელმძღვანელს, ჩარლზ ჰობლიცს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით, შობის დღესასწაული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მიულოცა
დღეს საქართველოს კათოლიკე ქრისტიანებს ქრისტეშობა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ მიულოცა. ზაზა ვაშაყმაძე დილის საშობაო წირვას თბილისის წმ. პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში დაესწრო
წლევანდელი ქრისტეშობა განსხვავებულად აღნიშნეს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში: კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ნებართვის მიუხედავად, ეკლესიამ და მრევლმა მსოფლიო გამოცდილება გაითვალისწინა და ტრადიციულ ღამისთევაზე უარი თქვა
დღეს კათოლიკური ეკლესია ქრისტეშობას ზეიმობს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კათოლიკურ ტაძრებში საზეიმო ლიტურიგია გაიმართა, თუმცა, პანდემიურ ფონთან დაკავშირებით, ტრადიციული ღამისთევის გარეშე