მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია;
ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სინოდის მე-7 სხდომა გაიმართა
25.04.2026
1 / 4


დღეს, თბილისის შერიგების ეკლესიაში, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სინოდის მე-7 სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის მაღალი რანგის სასულიერო პირები, დიპკორპუსის წარმომადგენლები.

ევანგელურ-ლუთერული  ეკლესიის ეპისკოპოსმა, როლფ ბარაისმა, სინოდის სხდომაზე გამოსვლისას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით, დიდი პატივისცემით გაიხსენა პატრიარქი ილია მეორე და პატივი მიაგო მის ხსოვნას

სინოდის სხდომის პირველ ნაწილს დაესწრო და სინოდის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ: „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში არსებულ ინტერრელიგიურ სათათბიროში  დღეს  უკვე 14 რელიგიის წარმომადგენლები არიან  გაერთიანებულნი. ევანგელურ-ლუთერული ეკლესია სათათბიროს ერთ-ერთი აქტიური წევრია, რომელსაც საკუთარი, ზოგჯერ განსხვავებული პოზიცია აქვს  განსახილველ საკითხებზე, რასაც  რელიგიის სააგენტო დიდად აფასებს. მადლობას ვუხდით ეპისკოპოს როლფ ბარაისს თანამშრომლობისათვის, სინოდს  კი წარმატებებს ვუსურვებთ“ - განაცხადა ნინო ჭავჭავაძემ.  

 






View Larger Map