მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე იტალიის ელჩს შეხვდა
02.04.2024
1 / 5


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ დღეს  იტალიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ მასიმილიანო დ'ანტუონოს უმასპინძლა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო საქართველოში რეგისტრირებული კონფესიებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის პრაქტიკა, რელიგიური ტოლერანტობის ტრადიცია, ისაუბრა ქართული ისლამის უნიკალურ მოდელსა და ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობაზე და შეეხო რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებს. განსაკუთრებული ყურადღება ზაზა ვაშაყმაძემ გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების, მათ შორის, რელიგიური უფლებების დარღვევებზე.

ელჩმა მასიმილიანო დ'ანტუონომ მადლობა გადაუხადა რელიგიის  სააგენტოს თავმჯდომარეს ინფორმაციის მიწოდებისათვის, დაინტერესდა სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებით და აღნიშნა, რომ დასაფასებელია სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა.

შეხვედრის დასასრულს, სტუმარს ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს პუბლიკაციები - ინტერრელიგიური კალენდარი, „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ ,„რელიგიები საქართველოში“ და „რწმენა თავისუფლების აქტია“ გადასცა.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.






View Larger Map