დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლებს - აიათოლა დიბაჯის, აიათოლა გარავის და აბდულრაჰიმ ფორუტანის შეხვდა.
ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მოუთხრო რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობაზე.
აიათოლა დიბაჯიმ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ვიზიტის გამო, მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს, რომ დღესასწაულების პერიოდში შეხვდა და აიათოლა შაჰრისტანის მოკითხვა გადასცა მისი თქმით, აქვს ინტერრელიგიურ დიალოგებში და კონფერენციებში მონაწილეობის 50 წლის გამოცდილება, მადრიდში, რომში, ვატიკანში, ასევე პაპის ჩართულობით ორგანიზებულ ღონისძიებებში და გამოთქვა გამოცდილების გაზიარების სურილი: „საშიში დროა ახალგაზრდებისათვის, თუ ჩვენ მათთან არ დავიწყებთ თანამშრომლობას და მათზე ზრუნვას, ჩვენ მათ დავკარგავთ ან დაეში წაგვართმევს. მომავალ თაობას ახალი და საინტერესო პროექტები უნდა შევთავაზოთ, უნდა გვქონდეს სტრატეგია და ერთობლივად ვიმოქმედოთ, განვსაზღვროთ, რა არის ჩვენი მიზანი“ - თქვა მან და მადლიერება გამოხატა საქართველოში არსებული ტოლერანტული რელიგიური გარემოს, სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის გამო.. აიათოლა დიბაჯიმ სააგენტოს თავმჯდომარე ირანში დაპატიჟა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს შეიხი ფაიგ ნაბიევი და მუსლიმთა სამმართველოს წამომადგენელი რახიდ ქერიმოვი.