მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია აღდგომას ზეიმობს
31.03.2024
1 / 3


ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ქრისტიანული სამყაროს უმთავრეს მოვლენას, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ზეიმობს.

მაცხოვრის აღდგომა იზეიმეს საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლებმაც. თბილისის შერიგების ეკლესიაში საზეიმო მსახურებას ეპისკოპოსი როლფ ბარაისი უძღვებოდა.

საქართველოს მთავრობისა და რელიგიის სააგენტოს სახელით, ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო დასს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ.

სააღდგომო ღონისძიებას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური.






View Larger Map