მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველოს დელეგაცია კახს ეწვია
23.11.2023
1 / 14


დღეს ქართველი მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული - წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის ბორბალზე წამების დღეა. წმინდა გიორგი საქართველოსთვის დიდი დატვირთვის მატარებელი სიმბოლოა და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

რელიგიის საკითხთა სახელწიფო სააგენტომ ტრადიციად დაამკვიდრა ამ დღის  აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად აღნიშვნა. ტრადიცია არც წელს დაირღვა - 120 წევრიანი დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოს, მუსლიმთა სამმართველოს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს საკრებულოსა და მერიის, რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელთა შემადგენლობით, დღეს კახის რაიონში ჩავიდა.

            დელეგაციის წევრები კახის წმინდა გიორგის ეკლესიას ეწვივნენ, სადაც სადღესასწაულო პარაკლისი ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, თეოდორემ (ჭუაძე) აღავლინა. წირვის დასრულების შემდგომ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და სააგენტოს თანამშრომლებმა კახის მცხოვრებ მართლმადიდებლებს საჩუქრად 150 ბიბლია გადასცეს.

            დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, გურამ მაჭარაშვილი და ბადრი ბერიანიძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია,  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი, უფროსი სპეციალისტი, ავთანდილ კვერნაძე, იურისტი ალექსანდრე შეყილაძე, მენეჯერი ლაშა მჭედლიძე და სააგენტოს თანამშრომელი ვაჟა ართმელაძე.






View Larger Map