მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს საქველმოქმედო აქცია პენიტენციურ დაწესებულებაში
01.05.2024
1 / 1


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები ზაჰესის არასრულწლოვანთა N11 პენიტენციურ დაწესებულებას ეწვივნენ.  ბაპტისტური ეკლესიების კავშირთან ერთად გამართული წინასააღდგომო საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული ტვირთი - 208 ფუთი ტანსაცმელი, ტკბილეულის სასაჩუქრე  ყუთები და ბიბლია გადასცეს.

  ზაჰესის არასრულწლოვანთა N11 პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს 40 არასრულწლოვანი ვაჟი იხდის.

აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ტარიელ პაპინაშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ია იმერლიშვილი.






View Larger Map