მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს ირანის დელეგაცია ეწვია
29.04.2024
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში,  მაჰმუდ ადიბის, პირველ მდივანს, ალი ყორბანის და საელჩოს მრჩეველს კულტურის საკითხებში, საადათ ნეჟადის შეხვდა. 

            ელჩმა სააგენტოს თავმჯდომარეს წარუდგინა საელჩოს კულტურის ატაშე. ირანელმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს მუსლიმი თემის მხარდაჭერსთვის. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მუსლიმთა რელიგიური უფლებების დასაცავად, რის შედეგიცაა ის, რომ  საქართველოში მუსლმები სრულფასოვან მოქალაქეებად თვლიან თავს.

ელჩმა გამოთქვა სააგენტოსთან ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების, მათ შორის, რელიგიურ თემატიკაზე მუსლიმი შიიტებისა და მართლმადიდებელი სასულიერო პირების შეხვედრის დაგეგმვის სურვილი.

 საუბრის დასასრულს, ელჩმა  მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მიღებისთვის და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაპატიჟა.






View Larger Map