მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი ეწვია
12.09.2023
1 / 6


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ალნუაიმის შეხვდა.

            ზაზა ვაშაყმაძემ გაერთიანებული საამიროების ელჩს ზოგადად გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს აქტივობები ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს დასამკვიდრებლად. მათ შორის, კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის მექანიზმებისა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების შესახებ. ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაერთიანებული საამიროების ელჩმა გამოთქვა სურვილი, რომ ეს დღე რელიგიის სააგენტოსთან ერთად, საგანგებო ღონისძიებით აღნიშნონ.

            სტუმარმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს გულთბილი მიღებისთვის და სამომავლოდ რელიგიის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.






View Larger Map