მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტო ბელაქანის რაიონის სოფელ ითითალას ეწვია
24.11.2023
1 / 6


აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მყოფი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ბელაქანის რაიონის  სოფელ ითითალაში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას შეხვდა და მათი საკითხებით დაინტერესდა.

ქართველ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, სააგენტოს დელეგაციამ სოფლის სრული საშუალო სკოლა მოინახულა. სკოლაში 380 ბავშვი სწავლობს, მათაგან 158 - ქართულ სექტორზე. სააგენტოს თავმჯდომარე შეხვდა სკოლის ქართული სექტორის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს და სკოლის დირექტორს, მამედ მუსტაფაევს.  პედაგოგებმა სააგენტოს თავმჯდომარეს გააცნეს  სკოლის საქმიანობა და  არსებული გამოწვევები.

ზაზა ვაშაყმაძე, ასევე, გაეცნო სკოლის ქართული სექტორის მუშაობის სპეციფიკას, მოინახულა ქართული სექტორის საკლასო ოთახები და სკოლის ქართულენოვანი ბიბლიოთეკა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბელაქანის რაიონის გამგებელი, ისლამ რზაევი და სოფლის რწმუნებული გერმან ბალაევი.






View Larger Map