მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მუსლიმები რამადან-ბაირამს აღნიშნავენ
10.04.2024
1 / 1


10-12 აპრილს მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს, რამადან-ბაირამს (იდ ალ-ფიტრი)  აღნიშნავს. რამადან-ბაირამი მარხვის დასრულების, ხსნილის დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება წმინდა რამადანის თვის დამთავრების შემდეგ.

რამადან-ბაირამის დროს მუსლიმები ასრულებენ სადღესასწაულო ლოცვას, გასცემენ მოწყალებას, შლიან საზეიმო სუფრებს, სტუმრად მიდიან მეგობრებთან და ნათესავებთან. ამდენად, რამადანაირამი შერიგების, ერთიანობის, გაძლიერების და ძმობის დღესასწაულია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  ულოცავს ყველა მუსლიმს დღესასწაულს, წარმატებებს, სიკეთეს და  მშვიდობას უსურვებს მათ.






View Larger Map