მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მთავრობის ადმინისტრაციაში ინტერრელიგიური სათათბირო შეიკრიბა
16.04.2024
1 / 6


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან, დავით ნარმანიასთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის, ებრაელთა კავშირის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიების, საერთაშორისო ორგანიზაცია „ხსნის არმია“-ს წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ სემეკ-ის თავმჯდომარეს გააცნო რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრებები მათ მიმართ არსებული საგადასახადო სისტემის თაობაზე. სათათბიროს წევრებმა გამოთქვე,ს გარკვეულ შემთხვევებში, შეღავათების მიღების სურვილი. დავით ნარმანიამ უპასუხა მათ შეკითხვებს,  დაწვრილებით გააცნო ქვეყანაში არსებული სატარიფო სისტემა. რელიგიებთან დიალოგში გამოითქვა საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება. სათათბიროს წევრებმა „სოკარ“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა დავით ნარმანიას ყურადღებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ანალოგიური შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.






View Larger Map