საქართველოს კათოლიკური ეკლესია დღეს წმინდა ნინოს დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება და ამდენად, წმინდანი გამორჩეული სიყვარულით სარგებლობს ქართველთა შორის.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მის მრევლს წმინდა ნინოს ხსენების დღეს, კეთილდღეობასა და წარმატებებს უსურვებს მათ