მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ინტერ-რელიგიური სათათბირო
ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა გაიმართა
02.04.2024
1 / 6


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ინტერრელიგიური სათათბიროს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის, ებრაელთა კავშირის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, სახარების რწმენის,  მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიების წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სათათბირომ განიხილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა ინიციატივა, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტიდან გამომდინარე, ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე.

სასულიერო ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი რელიგიური მრწამსისთვის ოჯახი არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობა, ოჯახს მათ ღირებულებათა სისტემაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, ხოლო საკუთარი შეხედულებების საფუძვლად ისინი მიიჩნევენ რელიგიური სწავლებას. მათი აზრით, საჭიროა, მომავალ თაობას ჩამოუყალიბონ ღირებულებათა მყარი სისტემა.

სათათბიროს წევრებმა განაცხადეს, რომ მისასალმებელია მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, თუმცა აუცილებელია, გაეცნონ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტს, რომ ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება არა ემოციური, არამედ შედეგზე ორიენტირებული იყოს. მათ წინადადებით მიმართეს რელიგიის სააგენტოს, უზრუნველყოს კანონპროექტის მიწოდება ინტერრელიგიური სათათბიროსთვის, რათა მოხდეს მისი საფუძვლიანი განხილვა.






View Larger Map