მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
იესო ქრისტეს აღდგომას ზეიმობენ საქართველოს სომეხი მოქალაქეები
31.03.2024
1 / 4


სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს აღდგომას ზეიმობს. მაცხოვრის აღდგომა ქრისტიანთათვის ყველაზე დიდი იმედისა და სიხარულის მომტანი დღეა.

დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიას დღეს, თბილისის სურბ ეჩმიაძინის ტაძარში, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი, კირაკოს დავთიანი უძღვებოდა.

საზეიმო მსახურებაზე იმყოფებოდნენ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და ყოფილი პარლამენტარი ვან ბაიბურთი.

საზეიმო წირვას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე და იურისტი ალექსანდრე შეყილაძე.






View Larger Map