13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“, 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს. თითოეული მოციქულის ღვაწლს ეკლესია საგანგებოდ, მათთვის დაწესებულ დღეს აღნიშნავს, ხოლო პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანი ერთად იხსენიება. ეს დღე სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულია, რომელიც ქრისტეს თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს სვეტიცხოვლობას ულოცავს.