დღეს, 12 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2020 წლის მეორე სხდომა, სადაც განიხილეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმი და იეზიდური თემების საკითხები.
კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილ 53 საკითხიდან 27-ზე დადებითი რეკომენდაცია გასცა, 22 საკითხზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, 4 საკითხი კი დახარვეზდა.
კომისიამ დააკმაყოფილა მუსლიმი თემის მიერ წარდგენილი 1 საკითხი და უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო იეზიდური თემის მიერ წარდგენილ 1 საკითხზე.