2015 წლის 23 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მეოთხე სხდომა.
კომისიამ განიხილა ოთხი რელიგიური ორგანიზაციის - სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, იუდეველ თემის, მუსლიმური თემის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შემოსული და მუსლიმთა თემის წინადადებები ქონებრივ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა და დააკმაყოფილა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის თხოვნა ბათუმში მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე. დაკმაყოფილდა, აგრეთვე, იუდეველთა ებრაული თემის თხოვნა და მათ გადაეცა სამი სინაგოგა. მუსლიმი თემს მათივე თხოვნის საფუძველზე კომისიამ გადასცა 6 მეჩეთი აჭარაში.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შემოსული
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შემოსულო 50 თხოვნიდან უარი ეთქვა 7-ს, ხარვეზი დაუდგინდა 16-ს, და დაკმაყოფილდა 27.