მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
ფინანსური და ქონებრივი საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომა
25.07.2018
1 / 4


დღეს, 25 ივლისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2018 წლის მესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ევანგელურ-პროტესტანული, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიებისა და სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის  წარმომადგენლები.

კომისიაზე განსახილველად წარდგენილი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 38 საკითხი, რომელთაგან 30 დაკმაყოფილდა, ხოლო 8 საკითხი დახარვეზდა. კომისიამ ევანგელურ-პროტესტანტული და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების მიერ წარდგენილ საკითხებზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მიერ წარმოდგენილი იყო 4 საკითხი, რომელთაგანაც, კომისიის გადაწყვეტილებით ერთი საკითხი დაკმაყოფილდა, ერთი საკითხი დახარვეზდა, ხოლო ორ საკითხზე კომისიამ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.






View Larger Map