8 ნოემბერს, ილიაობის დღესასწაულზე, ყვარელში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან საკთხებში, როგორიცაა: რელიგიის სფეროსთან დაკავშირებული საარქივო მასალების კვლევა და ისტორიული ფაქტების დადგენა; რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ერთობლივად ჩატარება; საზოგადოებაში რელიგიის ისტორიისა და ისტორიული ტოლერანტობის შემეცნების ამაღლება; რელიგიისა და რწმენის თავისუფლების პოპულარიზაციის ამაღლება და სხვა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, მემორანდუმს სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებს ის, რომ იგი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, ყვარელში გაფორმდა.