მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
მემორანდუმები
რელიგიის სააგენტოსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა
31.07.2015
1 / 7


დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანსაც მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელებითვის ხელშეწყობა წარმოადგენს. რწმენის თავისუფლება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, რომლის განხორციელება პენიტენციარული სისტემისა და საზოგადოდ, სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხის მაჩვენებელია.

სწორედ, ამ მიზნის მისაღწევად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა კარდიფის უნივერსიტეტის დოქტორ, წმ. მიქაელის კოლეჯში კაპელანების პროგრამის ხელმძღვანელ ენდრიუ ტოდს და შესაბამის თემებზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფს.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად შეიმუშავებენ და განახორციელებენ მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამებს; მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა რელიგიური უფლებების სრულფასოვანი რეალიზების მიზნით შეიმუშავებენ რეკომენდაციებს; უზრუნველყოფენ კაპელანის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას, ინფორმაციული და სასწავლო-მეთოდოლოგიურ მხარდაჭერასა და სათანადო პერსონალის საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადებას; მსჯავრდებულთა, ბრალდებულთა და პრობაციონერთა სულიერი დახმარების უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავებენ და განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს.

 

 

 





View Larger Map