დღეს ევროპის უნივერსიტეტში ხელი მოეწერა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტი, რომელსაც ხელი სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და უნივერისტეტის რექტორმა ლაშა კანდელაკიშვილმა მოაწერეს, შემდეგი სახის თანამშრომლობას ითვალისწინებს: რელიგიის მეცნიერული შესწავლისა და საქართველოს სახელმწიფოს მწყობრი რელიგიური პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობას; საზოგადოების რელიგიური განწყობების შესასწავლად და რელიგიის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთობლივი სამეცნიერო და კვლევით პროექტებისა და პროგრამების შემუშავებას; ერთობლივ სემინარებსა და ტრენინგპროგრამებს; თანამშრომლობას რელიგიათმცოდნეობის, რელიგიისა და პოლიტიკის, რელიგიის სამართლის აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო-თეორიული ლიტერატურის შემუშავების საქმეში; ერთობლივი სასწავლო, საექსპერტო და კვლევითი ცენტრების ჩამოყალიბების უზრუნველყოფას. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, სააგენტოს თანამშრომლობა უმაღლეს სასწავლებლებთან სამომავლოდაც გაგრძელდება.